სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-04 - ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი

დღეს, 4ივლისს, 14 და 18 საათზე, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, მონატრებულ მსმენელს სენაკის მუსიკალური ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი უმასპინძლებს.

 

Facebook Instagram

2021-07-04 - ვალერიან შიუკაშვილის კლასიკური მუსიკის საღამო სენაკში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების აკადემიის რექტორის, ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და სენაკის არტ-ფესტივალის დამაარსებლის, მსოფლიოში აღიარებული პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.

ვირტუოზმა პიანიტმა მსოფლიოს კლასიკოსი კომპოზიტორების,  შოპენის და სკრიაბინის ნაწარმოებები შეასრულა.

კლასიკური მუსიკის საღამოზე, ნიჭიერებით გამორჩეულმა ნორჩმა მუსიკოსებმა - სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ალექსი ტყებუჩავამ - პედაგოგები: მარინა ბერიშვილი, ქეთევან ფულარია; ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის თერთმეტწლედის მე-2 კლასის მოსწავლემ, დიმიტრი ხუხუნაიშვილმა - პედაგოგი: ლელა კობახიძე და მე-5 კლასის მოსწავლემ, მარიამ გორგაძემ - პედაგოგი: რუსულ კვახაძე, კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს.

საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🎙️ფესტივალის ფარგლებში, ხვალ, სენაკი, ცნობილ ქართველ ჯაზმენს, მაია ბარათაშვილს უმასპინძლებს.

 

Facebook Instagram

2021-07-04 - გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელი, სენაკელი ფალავანი, გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია.

ჩვენი ქალაქის გამორჩეულმა სპორტსმენმა, სენაკელმა ფალავანმა, ლუკა ოჩიგავამ კი - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა სპორტსმენების ეს დიდი წარმატება მშობლიური სენაკის, თითოეული ჩვენგანის და მთელი ქვეყნის სიამაყის საფუძველი და ახალი გამარჯვებების საწინდარია.

გილოცავთ!

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19