სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-03 - სოფო ხალვაშის სოლო კონცერტი

დღეს, 3 ივლისს, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ,,სენაკი არტ ფესტივალის" ფარგლებში, გაიმართება ცნობილი ქართველი მომღერლის, სოფო ხალვაშის სოლო კონცერტი.

🕗დასაწყისი: 20 საათზე.

#სენაკიარტფესტი_2021
#Senaki_Art_Fest_2021

Facebook Instagram

2021-07-03 - სოფო ხალვაშის სოლო კონცერტი სენაკში

მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს, სენაკმა, ყველა თაობისთვის ერთნაირად საყვარელ ქართველ შემსრულებელს, სოფო ხალვაშს უმასპინძლა.

შეხვედრა-კონცერტი, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა.

სენაკელ მსმენელთან უშუალო და გულწრფელი დიალოგის შემდეგ, ცნობილმა ქართველმა მომღერალმა მონატრებული ქართული და უცხოენოვანი სიმღერები შეასრულა.

საღამოს განსაკუთრებული ხიბლი მეგრულად ამღერებული სოფო ხალვაშის ,,ვა გიორქო მამ“ შესძინა.

ხვალ, 4 ივლისს, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, მონატრებულ მსმენელს ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი უმასპინძლებს.

 

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19