სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-01 - სენაკი მეშვიდე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

სენაკი, პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი ინტერვალის შემდეგ, დღეს, მეშვიდედ მასპინძლობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  მიმდინარე ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალს.   

ქალაქის ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეშ, ,,სენაკის არტ-ფესტივალი 2021’’, საყოველთაოდ ცნობილმა ვოკალურმა ჯგუფმა,  ,,The Quintessence’’ გახსნა.

ქართული ჯაზ-სექსტეტი, რომელიც არსებობის 9 წლის მანძილზე, მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული კონკურსისა და პოლიფონიური ფესტივალის გამარჯვებული და ლაურეატი გახდა, ფესტივალის ფარგლებში, უკვე მეორედ ესტუმრა სენაკს.

,,ფენომენალური და უნიკალური, რომლის მსგავსიც მსოფლიო თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში არ მოიძებნენა’’ - ეს შეფასება  ჯგუფის კონცერტით აღფრთოვანებულ ევროპელ კრიტიკოსებს ეკუთვნით.

სექსტეტმა, უცხოური და ქართული მუსიკალური კომპოზიციები  უბადლო შესრულებით, ფესტივალის  აუდიტორიის აღფრთოვანება და ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა. 

ფესტივალის გახსნას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

7 წლის მანძილზე, სენაკის ფესტივალმა, საქართველოს მასშტაბით, ბევრი უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსი  გამოავლინა; უმასპინძლა საყოველთაოდ ცნობილ მომღერლებს, მუსიკოსებსა და  შემოქმედებით ჯგუფებს; თავი მოუყარა საქვეყნოდ ცნობილ ხელოვანებს: ნანი ბრეგვაძეს, ვაჟა აზარაშვილს, ანიტა რაჭველიშვილს, ნინო ქათამაძეს,  ვიკა ჩაპლინსკაიას, მანუელა მარია გლოკს, ნატალია კაზიმიროვსკაიას, ირმა სოხაძეს, ნუკრი კაპანაძეს, ეკა მამალაძეს,  ვოკალურ ჯგუფს ,,The Quintessence”, გიორგი ცაგარელს, ტარიელ სუარს, ია ფარულავას, გია ყანჩელის სახელობის სიმებიან კვარტეტს, ანსამბლ ,,ფორტეს’’, თათული ედიშერაშვილს, სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდს, ჩხოროწყუს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, დათო კენჭიაშვილს და ჭეშმარიტი ხელოვნების დღესასწაულად აქცია დღეები, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ელიან მუსიკის მოყვარულები მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ფესტივალის  დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია - მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი. 

,,სენაკის ფესტივალი 2021’’, 6 დღის მანძილზე, ვარსკვლავცვენითა და სიურპრიზებით სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის მაყურებელს, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით,  უმასპინძლებს  სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების  მოსწავლეებს, ისევ გამოავლენს უნიჭიერესებს.

სენაკის მეშვიდე მუსიკალური ფესტივალი, 6 ივლისს, გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდება. 
  
ხვალ, ფესტივალის მეორე დღე, ცნობილი შემსრულებლის, ნეკა სებისკვერაძის კონცერტს დაეთმობა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ პარკში, 18 საათზე გაიმართება.

#ხელოვნებისდღესასწაულისენაკში
#სენაკიარტფესტი_2021 
#Senaki_Art_Fest_2021

 

Facebook Instgram

2021-07-01 - ერთიანი ეროვნული გამოცდები

ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს, თქვენს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყო.

გისურვებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი სირთულეებისა, მჯერა, არსებულ გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდებით, შეძლებთ საკუთარი უნარების მაქსიმალურად გამოვლენას და თქვენი ცოდნით, ქვეყნის საკეთილდღეოდ, მიაღწევთ დასახულ მიზანს.

ლევან კუპრეიშვილი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19