სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
689
1316171819
20212223242526
27282930 

2021-06-10 - სკრინინგ პროგრამების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის

დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის - „სამეგრელოს რეგიონში ეროვნული სკრინინგ პროგრამების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მობილიზატორებმა - ნანა ჯიბლაძემ და კესარია გაგუამ, კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და უფასო სკრინინგ პროგრამების ხელმისაწვდომობის საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
 
შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, ამავე სამსახურის წარმომადგენლები და ბენეფიციარები დაესწრნენ.
 
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, დაფუძნდა სკრინინგ ცენტრი, რომელიც კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებს, 2019 წლის ნოემბრიდან ახორციელებს, რითაც სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა, სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული პროფილაქტიკური გამოკვლევები უფასოდ ჩაიტაროს.
 
„სამეგრელოს რეგიონში ეროვნული სკრინინგ პროგრამების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რეგულარულად განხორციელდება დაინტერესებული მოქალაქეების უფასოდ ტრანსპორტირება ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, სადაც მათ ჩაუტარდებათ შემდეგი უფასო კვლელვები:
 
ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებისთვის (ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად), ექიმთან კონსულტაცია და მამოგრაფიული გამოკვლევა;
 
საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა - 25 წლიდან 60 წლის ჩათვლით;
 
პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლის ასაკის მამაკაცებს, ექიმის მიმართვის საფუძველზე, ჩაუტარდებათ სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის გამოკვლევა;
 
მსხვილი ნაწლავის სკრინინგი - 50-დან 70 წლის ასაკის ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31