სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
689
1316171819
20212223242526
27282930 

2021-06-02 - 2021-6-2--01-07_am

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, თემაზე - ,, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესები’’, ოჯახის ექიმებისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ქეთევან სანაძემ ტრენინგი გამართა.

შეხვედრას, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარიმართა, მუნიცილიტეტის პირველადი ჯანდაცვის ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჩვენი დროის გლობალურ გამოწვევასთან - კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მეთოდიკა, დღეისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული კოვიდსტატისტიკა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, როგორც ინფექციისგან დაცვის ეფექტური, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალების მიმდინარეობის ეტაპები.

#StopCoV #ვაქცინა_გვიცავს

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31