სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
689
1316171819
20212223242526
27282930 

2021-06-01 - გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

Facebook

2021-06-01 - გილოცავთ ნინოობას!

Facebook

2021-06-01 - ბავშვთა დაცვის დღე სენაკში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით, სახალისო და სანახაობრივად მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
 
ღონისძიებას მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა და ამავე სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ბავშვთა დაცვის დღეს სენაკში, ქალაქის ცენტრალურ სკვერში დაგეგმილი აქტივობა - მხიარული ანიმატორების გასართობი პროგრამა დაასრულებს.
 
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული 2009 წლიდან, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. ამ დღეს იმართება აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა, დღის გმირების საზეიმო მსვლელობა წითელ ხალიჩაზე, გალა-კონცერტი - საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისა და პედაგოგების მონაწილეობით.
 

2021-06-01 - კადრები ბავშვთა დაცვის დღის აქტივობიდან...

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული აქტივობით დასრულდა.

ქალაქის ცენტრალურ სკვერში, მხიარულმა ანიმატორებმა - სახალისო პროგრამით და სასიამოვნო სიურპრიზებით, სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს დღევანდელი დღის გმირებს - ჩვენს პატარებს.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31