სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
34568
15
162122
242829
30 

2021-05-23 - გილოცავთ აფხაზეთის დღეს!

დღეს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ძირძველი კუთხის დღესასწაული ,, აფხაზეთობა’’ აღინიშნება.
ეს დღე გვეკუთვნის ყველას - აფხაზებს, ქართველებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
ის სიმბოლოა ჩვენი დროებით შეჩერებული სისხლხორცეული კავშირის მომავალი გარდაუვალი აღდგენისა, რაშიც თითოეულ ჩვენგანს უმნიშვნელოვანესი როლი გვაკისრია.
გილოცავთ აფხაზეთის დღეს!

2021-05-23 - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ვიზიტი თეატრში

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში, სენაკს და ფოთს ეწვია.
მინისტრი სენაკში აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს ესტუმრა, თეატრის ახლადრეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და თეატრის ხელმძღვანელობასთან და დასთან შეხვედრა გამართა.
 თეა წულუკიანმა შესთავაზა თეატრალებს, რომ ახლადრეაბილიტირებული შენობა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, რათა შემოსავლის მიღება დაიწყოს და მათ აღუთქვა მხარდაჭერა თეატრის გახსნის ღონისძიების ორგანიზებასა და სამომავლოდ პრობლემების გადაჭრაში.
აღსანიშნავია, რომ 2016 - 2020 წლებში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, განხორციელდა აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სრული რეაბილიტაცია, რაზეც 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციისა და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა.
ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია.
რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალური მხატვრობა.
დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები.
თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს არ ჩატარებულა.
139-ე სეზონზე ფარდა განახლებულ თეატრში გაიხსნება და უმაღლესი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი თეატრი შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს.
 
 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19