სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
34568
15
162122
242829
30 

2021-05-20 - ბოლო ზარი

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტში, 347 მეთორმეტე კლასელისთვის სასკოლო ცხოვრების ბოლო ზარი დაირეკა. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი სირთულეებისა, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები, ღირსეულად გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი წარმატებით დაასრულეს. მართალია, მიმდინარე წელსაც ,,ბოლო ზარს’’ ტრადიციული ჟრიამული არ ახლავს, მაგრამ განწყობილება ამაღლებულია და წინ წარმატებების, პროფესიული არჩევანისა და ცოდნის მაქსიმალური დაუფლების ულამაზესი წლებია. ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გისურვებთ დაუღალავი შრომითა და პროფესიული სრულყოფისადმი მოტივირებული მიდგომებით, ქვეყნის სასიკეთოდ, დასახული მიზნების მიღწევას. ხელისუფლება მაქსიმალური ძალისხმევით ყველაფერს გააკეთებს, რომ ცოდნის შესაძენად საუკეთესო შესაძლებლობები შეგექმნათ, რადგან მხოლოდ განათლებულ და მოტივირებულ თაობას ძალუძს ქვეყნის განვითარება და წარმატებული მომავლის შექმნა. ლევან კუპრეიშვილი სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19