სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
34568
15
162122
242829
30 

2021-05-19 - სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ინტენსიურ რეჟიმში ვახორციელებთ

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ინტენსიურ რეჟიმში ვახორციელებთ.

გამოვაცხადეთ ტენდერი საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე:

კალანდარიშვილის ქუჩის მოწყობა ცემენტო-ბეტონის საფარით ფურცელაძის ქუჩამდე, სავარაუდო ღირებულებით - 108 109,76 ლარი;

ყოფილ საკირესთან არსებულ მშენებარე ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 36 935,30 ლარი;

ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მიმდებარედ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, პარკინგის მოწყობა, სავარაუდო ღირებულებით - 18 124, 34 ლარი.

ჯამური სატენდერო ღირებულება 163 169 ლარს შეადგენს.

ასევე ვგეგმავთ:

კობახიძის ქუჩის ორივე მხარეს სანიაღვრე არხის მოწყობას, სავარაუდო ღირებულებით - 32 805,41ლარი;

ცენტრალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, სავარაუდო ღირებულებით - 37 569,45 ლარი;

საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სამშობიარო სახლის მიმდებარედ, საკანალიზაციო სისტემის მოწყობას, სავარაუდო ღირებულებით - 28 946,45 ლარი;

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მგზავრთა მოსაცდელის მოწყობას, სავარაუდო ღირებულებით - 9 820,90 ლარი.

ჯამური სატენდერო ღირებულებაა 109 142 ლარი.

#სენაკი2021
#გაიგე_რა_იგეგმება_შენს_ქალაქში

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19