სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
34568
15
162122
242829
30 

2021-05-18 - სენაკელ თეატრალებს ,,ამაგდარის" წოდება მიენიჭათ

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი, ოზურგეთისა და თელავის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები ვასო ჩიგოგიძე და ვანო იანტბელიძე ესტუმრნენ.

თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებმა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან გივი მისაბიშვილთან, თეატრის დირექტორთან მამუკა ბარქაიასთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან ირაკლი ადამიასთან ერთად, ახლადრეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი დაათვალიერეს.

საქართველოს თეატრალური საზოგადოება ტრადიციულად, ყოველ წელს, განიხილავს თეატრების დასების წარმომადგენელთა მოღვაწეობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას, დააჯილდოვოს ესა თუ ის პიროვნება თავისი განვლილი შემოქმედებითი ცხოვრების მიხედვით.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ,,ამაგდარის“ წოდება მიენიჭათ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებს - გიორგი (ჟორა) დამენიას, გულნარა ლოხიშვილს, თენგიზ თოფურიძეს, ტექნიკურ რეჟისორს - მაია ფირცხელავას; სალომე ყანჩელის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ თამარ აბშილავას.

Facebook

2021-05-18 - ეროვნული სამოსის და მუზეუმების დღეები ნოქალაქევში აღინიშნა

დღეს, ქუჯის ისტორიულ ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმისა და შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის სენაკის სახალხო ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ეროვნული სამოსის და მუზეუმების საერთაშორისო დღეები აღინიშნა.

კოსტუმირებული მსვლელობა ციხე-გოჯში, ისტორიის გაცოცხლება ქორეოგრაფიული შტრიხებით - სიმბოლურად, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლში - ნოქალაქევის ნაქალაქარში გაიმართა.

სანახაობრივად მრავალფეროვან აქტივობას მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ნინო ჯოლია, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის" ხელმძღვანელი ზვიად გვასალია ესწრებოდნენ.

გილოცავთ ეროვნული სულის ულამაზეს დღესასწაულს, რომელიც წელს, საქართველოში, მეექვსედ აღინიშნა და მუზეუმების საერთაშორისო დღეს, რომლის აღნიშვნა სათავეს 1978 წლიდან იღებს.

#ეროვნული_სამოსის_დღე
#გააცოცხლე_ისტორია
#43_წელი_მუზეუმების_საერთაშორისო_დღის_დაარსებიდან

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19