სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
34568
15
162122
242829
30 

2021-05-17 - 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. გილოცავთ!

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. გილოცავთ!

Facebook

2021-05-17 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ღია კონკურსს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ პოზიციაზე:
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული პირები, უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე: www.hr.gov.ge
იხ. ბმული:

https://bit.ly/3olyYDY

Facebook

2021-05-17 - ტრენინგი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ოჯახის ექიმებისთვის ინტერპერსონალური ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს, რომელსაც თბილისის დ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები - თეონა თოდუა და ნინო სარაშვილი უძღვებოდნენ, სენაკის მუნიცილიტეტის პირველადი ჯანდაცვის ექიმები და ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული კოვიდსტატისტიკა, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, როგორც ინფექციისგან დაცვის ეფექტური, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალების განხორციელების ეტაპები და მეთოდიკა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19