სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
34568
15
162122
242829
30 

2021-05-14 - არქიმანდრიტ მელქისედეკს 76 წელი შეუსრულდა

დღეს, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, ღვაწლის სიმრავლით გამორჩეულ მოძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, დღეს, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, თამარობის დღესასწაულის აღსანიშნავ წირვას დაესწრო. გრიგოლ ბაღათურიამ მოძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია არა მხოლოდ სენაკის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუბილე მიულოცა, ჯანის სიმრთელე და უფლის შეწევნა უსურვა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ღვთის სადიდებელად.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19