სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
34568
15
162122
242829
30 

2021-05-10 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ,,სინოფარმის

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

12 მაისს, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინურ გაერთიანებაში ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდებათ მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს.

,,მინდა ყველას მოვუწოდო
რომ, გაიკეთონ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და ინფიცირების საფრთხე გარშემომყოფებსაც არ შევუქმნათ. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა“ - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.

 

2021-05-10 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

ჩვენს წარმატებულ სენაკელ სპორტსმენს, ბერძნულ -რომაულ ჭიდაობაში მრავალ საერთაშორისო და რესპუბლიკურ ასპარეზობაში გამარჯვებულ გიორგი ჩხიკვაძეს, გულითადად ვულოცავ კიდევ ერთ დიდ მიღწევას - ჩემპიონის ტიტულს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. ნიჭიერმა სპორტსმენმა, მნიშვნელოვან ჩემპიონატში პირველი ადგილის მოპოვებით, კიდევ ერთხელ ასახელა მშობლიური სენაკი და მთელი ქვეყანა. მინდა შემდგომი წინსვლა და დიდი გამარჯვებები ვუსურვო მას სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში. ლევან კუპრეიშვილი სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19