სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
34568
15
162122
242829
30 

2021-05-09 - ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი სენაკში

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
,,მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
ამ ადამიანებმა დაამარცხეს არა მხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და ამ უთანასწორო ბრძოლაში ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.
უხუცესი ვეტერანების მიმართ ყურადღების გამოხატვა ყოველი ჩვენთაგანისთვის საპატიო და უმნიშვნელოვანი მისიაა" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
 
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19