სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-17 - დასუფთავების მასშტაბური აქცია სენაკში

🟢დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიო’’, დღეს, სენაკი დასუფთავების მასობრივი აქციით შეუერთდა.
🌳პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე’’ ფარგლებში ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა მიღეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, მერის მოადგილემ ლევან ელიავამ, მერიის სამსახურების, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრების, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქალაქისა და 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებმა.
🟢საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან გაიწმინდა ქალაქის ტერიტორიები რკინიგზის ბაქნის გასწვრივ, პარკები და სკვერები, შპს-ებისა და ა(ა)იპების ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი - ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის დასაწყისიდან თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის ბოლომდე, ტურიზმისთვის აქტუალური ლოკაციები - შემეცნებით-გასართობი ატრაქციის, ,,თოკების პარკის“ მიმდებარე ტერიტორია და მდინარე ტეხურის სანაპირო, 15-ვე ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური უბნები.
👉აქცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ ორგანიზებით განხორციელდა.
🌳დასუფთავების აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19