სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-17 - სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი გადაეცა

🔵 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ახალი 1 100 ლიტრიანი კონტეინერების გადაცემას განაგრძობს.
🔷️,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი გადაეცა.
🔹️კონტეინერების გადაცემას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორი, ბადრი მამულია.
🔹️პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
🔜სენაკის მუნიციპალიტეტი 2022 წლის ბოლომდე, ასევე აღიჭურვება სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერით, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნითა და უნიფორმებით. ხოლო 2023 წლის აგვისტომდე, ეტაპობრივად მიეწოდება ნარჩენების შესაგროვებელი 3 მანქანა და პიკაპის ტიპის 3 ერთეული სატვირთო მანქანა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19