სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 26
713
1419
212223242627
282931 

2022-08-05 - თეატრალური ფესტივალის სენაკური დღეები დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, რეგიონული თეატრების მერვე საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, ფესტივალის მნიშვნელობასა და ერთობლივ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მან ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალმა, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, სტარტი უკვე მესამედ აიღო სენაკში.
ფესტივალმა, სენაკში, ორი დღის მანძილზე, ახალციხის (მესხეთის) პროფესიული სახელმწიფო დრამატულ, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრებს უმასპინძლა.
თეატრალური ფესტივალის სენაკური დღეები სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - ,,სტუმარი“ დასრულდა.
პრისტლის კლასიკად ქცეული ნაწარმოების ქართულ რეალობაში გადმოტანა, ხაზგასმაა იმისა, რომ ნაწარმოებში დასმულ საკაცობრიო პრობლემებს ეპოქალურმა ცვლილებებმა ვერაფერი დააკლო. პიესაში დასმული გამოწვევები მარადიულია და ყველა დროსა და სივრცეში გვხდება.
რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი, 8 აგვისტოს, ფოთში დაიხურება და წელს მასში მონაწილეობას 13 ქართული და უცხოური თეატრალური დასი მიიღებს.
საფესტივალო პროგრამა ძირითადად ომის თემატიკას ეძღვნება.
ფესტივალის წლევანდელი გზავნილია - #არაომს
 
Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19