2022-06-16 - საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები - ნოქალაქევში და კოტიანეთში

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად, აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.ამ ეტაპზე, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში - ტეხურის ხიდთან არსებული და სოფელ კოტიანეთში - გზების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.სამუშაო პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.პროექტების განხორციელების შედეგად, მოსახლეობას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა შეექმნება.პარალელურ რეჟიმში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოების გარდა, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.
Facebook Instagram