2022-06-14 - ქალაქური საღამო - მონატრებულ მსმენელთან

🎼დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა ქალაქური საღამო - მონატრებულ მსმენელთან.✨სენაკმა უმასპინძლა თავის ღირსეულ შვილს, ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, მურმან ჯინორიას და ყველა თაობისთვის გამორჩეულად საყვარელ ხელოვანებს, ცნობილ ქართველ შემსრულებლებს - ლაშა ღლონტსა და დავით არჩვაძეს.
Facebook Instagram