სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
2021
22232425262728
293031 

2022-05-13 - რადიო ,,ათინათის“ დილის ჩართვაში, სენაკის მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობის დეტალებზე

🎙️რადიო ,,ათინათის“ დილის ჩართვაში, სენაკის მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობის დეტალებზე საუბრობს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი.
🎼სენაკის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და ხელოვნების აკადემიის რექტორის, გამოჩენილი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის ორგანიზებით იმართება, მეცხრედ ტარდება.
🎤,,არტ-ფესტი 2022“ 15 მაისს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ცნობილ მომღერალს, მეცოსოპრანოს, ნატალია ქუთათელაძეს უმასპინძლებს.
🎹ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება პიანისტების - ვალერიან შიუკაშვილის, დათუნა ალადაშვილის, მიხეილ ოთარაშვილისა და ირაკლი ფხალაძის საღამოები, საბავშვო მუსიკალური კონკურსის ,,რანინას“ 2022 წლის ფინალისტების კონცერტი, მასტერკლასებს ჩაატარებენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ნათია ქავთარაძე; გიტარისტი, ტარიელ სუარი; მსახიობები - თათული ედიშერაშვილი და თამარ ნიკოლაძე.
🎼სენაკის მუსიკალური ფესტივალი 25 მაისს, გალა კონცერტით დასრულდება.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19