სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
2021
22232425262728
293031 

2022-05-06 - სენაკის მერი დევნილთა დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

⏹️სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
➡️პროექტის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრთან, გიგა წურწუმიასთან და პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად გაეცნო.
↪️დევნილთა დასახლებაში არსებული შიდა გზები ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
➡️მნიშვნელოვანია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობათან ერთად, წესრიგდება სანიაღვრე სისტემა; საბავშვო ბაღ ,,ოცნებას“ მიმდინარე ტერიტორიაზე ასევე იგეგმება მოედნის მოწყობა.
⏺️პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 935 194 ლარს შეადგენს.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19