2022-05-01 - სენაკის მერმა ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა


ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან და ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარებს შეხვდა, მათ პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.

,, ძვირფასო ბიბლიოთეკარებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.
პატივისცემას იმსახურებს ყველა ადამიანი, რომელმაც ეს პროფესია აირჩია.
მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული დაუღალავი შრომისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.