სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2345
78101213
141517181920
21232627
2829 

2021-11-22 - პირველი სამუშაო დღე მუნიციპალიტეტის მერიაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ვახტანგ გადელია მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა.
ვახტანგ გადელია მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსებს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა.
წარდგენას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილეები - დავით კუხალეიშვილი და დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლევან კუპრეიშვილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ მადლობა გადაუხადა ლევან კუპრეიშვილს და მის გუნდს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის. აღნიშნა, რომ სენაკის ახლადარჩეული მერი ვახტანგ გადელია არის ახალგაზრდა, გამოცდილი კადრი, რომელიც ღირსეული და ერთ-ერთი საუკეთესო მერი გახდება და თავის წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარების საქმეში.
,,უპირველეს ყოვლისა, მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჩემს სენაკელებს.
მე, ჩემს გუნდთან ერთად, მაქვს კონკრეტული და რეალისტური ხედვები, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებზეა გათვლილი და მოიცავს ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული პოტენციალის რეალიზებას, ხარისხიანი განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ვიქნები ყველა სენაკელის მერი, თითოეულის მეგობარი.
ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მაქსიმალურად მოვახმარ ჩემი სენაკელების კეთილდღეობას“ - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვატანგ გადელიამ.
ვახტანგ გადელია 1986 წლის 16 ივნისს, ქალაქ სენაკში დაიბადა.
2002-2003 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სკოლა-კოლეჯ „ჰარმონიაში“.
2003-2007 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ფინანსების და საბანკო საქმის სპეციალობის დაუფლების პარალელურად, მან საქმიანობა საბანკო სექტორში დაიწყო.
2007-2008 წლებში ვახტანგ გადელიას სს ,,საქართველოს ბანკის" საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა ეკავა.
2009 წლიდან კი - წარმატებულად და ნაყოფიერად საქმიანობს სამშენებლო სექტორში:
2009-2013 წლებში სს ,,არქოპოლისის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლდათ. შემდეგ ოთხი წელიწადი სამშენებლო კომპანია „მშენებელი 999-ს“ ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი - ფინანსური აღრიცხვისა და მენეჯმენტის სპეციალობით.
სწორედ „მშენებელ 999-ში" მუშაობისას გადაწყვიტა, დამოუკიდებელი სამშენებლო კომპანიის დაფუძნება.
2017 წელს დააარსა სამშენებლო კომპანია GBG, რომელსაც სამი წელიწადი ხელმძღვანელობდა.
მან სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიაში 70-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა და 70-ზე მეტი პროექტი განახორციელა.
ვახტანგ გადელია 2020 წლიდან შპს „ჰიდროკონსტაქშენში" პროქტის დირექტორი გახლდათ. კომპანიის საქმიანობის არეალი ჰესების მშენებლობას მოიცავს. მასშტაბური პროექტი, რომელსაც ვახტანგ გადელია ახორციელებს, რაჭაში, ჭიორაჰესის მშენებლობაა.
ვახტანგ გადელია ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19