სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3678
1015
181920212223
242526272930
31 

2021-10-28 - მედალოსნების დაჯილდოება სენაკში

დღეს, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2019-2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებულები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის’’ ფარგლებში, ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 134 კურსდამთავრებულს 103 ოქროსა და 31 ვერცხლის მედლები გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, კერძო და საჯარო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა, მედალოსან კურსდამთავრებულებს, - უკვე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, პროფესიული სრულყოფის გზაზე და ქვეყნის აღმშენებლობაში სასიკეთო წვლილის შეტანის საქმეში, წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებას, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ერთობლივი ორგანიზებით წარიმართა, მუსიკალურად აფორმებდა სკოლა ,,აპოდიქსის’’ წარმატებული კურსდამთავრებული ანი ქეცბაია.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19