სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
57810
1213141718
19202122232425
262930 

2021-09-28 - მუნიციპალიტეტის მერმა 19 კურსდამთავრებულს ფულადი ჯილდოები გადასცა

🔹19 სენაკელ კურსდამთავრებულს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე 100 და 70%-იანი გრანტები მოიპოვეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად უმასპინძლა და ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადასცა.
✅2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი ნინო კირცხალიამ, მარიამ გოგიამ, ნიტა ვერულავამ, გიორგი ჩავლეიშვილმა, ნინო სალაყაიამ, სერგი თათარიშვილმა და ანი გოგიამ მოიპოვეს; 70%-იანი გრანტი კი - 13-მა კურსდამთავრებულმა.
🗣️„შევხვდი ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომელთაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მშობლიური ქალაქი ასახელეს. 100%-იანი გრანტის მფლობელ კურსდამთავრებულებს 500, 70%-იანი გრანტის მფლობელებს კი - 300 ლარი გადავეცით.
ჩვენი მთავარი ღირებულებები სწორედ განათლებაზეა დაფუძნებული. განათლებული თაობა ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია.
ახლა კურსდამთავრებულთა ცხოვრებაში პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი იწყება.
ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, პროფესიული სრულყოფის გზაზე, მათ წარმატებებს გისურვებთ.
მჯერა, მათი მიღწევებით, არაერთხელ ვიამაყებთ და ისინი, წლების შემდეგ, მშობლიური ქალაქის განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ“- აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

Facebook    Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19