სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-20 - მომავალი თაობის განვითარებისა და საუკეთესო პირობების შექმნისთვის

მომავალი თაობის განვითარებისა და საუკეთესო პირობების შექმნისთვის, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში, უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტები განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება.
2018-2021 წლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 ახალი საბავშვო ბაღი;
 ქალაქად და სოფლად რეაბილიტირდა, კეთილმოეწყო, განახლდა და ახალი ინვენტარით აღიჭურვა 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღი.
2018 წელს -
აშენდა 100 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი N 2 საბავშვო ბაღი;
საბავშვო და ბაგა-ბაღების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 33 700 ლარი;
წინა წლებთან შედარებით, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ბიუჯეტი 88 000 ლარით გაიზარდა;
სკოლამდელი აღზრდის სექტორის თანამშრომლებს გაეზარდათ ხელფსები;
საბავშვო და ბაგა-ბაღებში დაინერგა სამჯერადი კვება.
2019 წელს -
საბავშვო და ბაგა-ბაღებში ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა 13 815 ლარი შეადგინა;
27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღი ოთხჯერადი კვების რეჟიმზე გადავიდა;
ჩატარდა N1 ბაგა-ბაღის შენობის სრული გადახურვის სამუშაოები, ღირებულებით - 110 ათასი ლარი;
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, ადმინისტრაციული ერთეულების სააღმზრდელო დაწესებულებებში დაფინანსდა და განხორციელდა შემდეგი სარეაბილიტაციო სამუშაოები:
სრულად გადაიხურა კოტიანეთის საბავშვო ბაღი;
სააღმზრდელო ოთახები რეაბილიტირდა უშაფათის, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ნოსირის, მენჯის საბავშვო ბაღებში;
განახლდა და გარემონტდა ძველი სენაკის №1, ძველი სენაკის №2, უშაფათის, მენჯის საბავშვო ბაღების სამზარეულოები და სასაწყობო ოთახები;
მოეწყო საძინებლები ეკის საბავშვო ბაღში;
დასრულდა შემოღობვის სამუშაოები გეჯეთის ბაღში;
რეაბილიტირდა თეკლათისა და ძველი სენაკის №1 საბავშვო ბაღების სახურავები;
დასრულდა გათბობის სისტემების მონტაჟის პირველი ეტაპი ახალსოფლისა და თეკლათის ბაღებში;
გარემონტდა სააღმზრდელო ოთახები ნოსირის, ძველი სენაკის № 1, ხორშის და კოტიანეთის სააღმზრდელო დაწესებულებებში;
მოეწყო პერსონალის სველი წერტილი ხორშის საბავშვო ბაღში;
რეაბილიტირდა მენჯის საბავშვო ბაღის ფასადი;
ადმინისტრქციული ერთეულები ს თითქმის ყველა ბაღში დაიწყო ეზოების საბავშვო ატრაქციონებით აღჭურვა.
ასევე განხორციელდა შემდეგი სარემონტო სამუშაოები:
ელექტროგაყვანილობა გამოიცვალა კოტიანეთის საბავშვო ბაღში;
შეიცვალა საკანალიზაციო მილები №2 საბავშვო ბაღში;
შეკეთდა დაზიანებული ტუმბოები ახალსოფლისა და ლეძაძამეს სააღმზრდელო დაწესებულებებში;
რეაბილიტირდა ქალაქის №1, №2 და №6 ბაგა-ბაღების სააღმზრდელო ოთახები.
2020 წელს -
პროექტის - ,,ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის’’ ფარგლებში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი ,,ოცნება";
პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭომ, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, განახორციელა.
27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, 116 000 ლარის ღირებულების ფარგლებში, რეაბილიტირდა წყალგაყვანილობის სისტემები და კეთილმოეწყო სველი წერტილები;
მოეწყო ელექტრო გაყვანილობის სისტემები და შეძენილ იქნა ელექტროქურები, რისთვისაც 96 000 ლარი დაიხარჯა;
დაიწყო N 4 ბაგა-ბაღის ახალი კორპუსის მშენებლობა;
COVID 19-ის პანდემიის პერიოდში, სკოლამდელი აღზრდის სექტორის 1307 აღსაზრდელს, 6 ეტაპად, დაურიგდა 275 000 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები;
სკოლამდელი აღზრდის სექტორის თანამშრომლებს გაეზარდათ ხელფსები.
2021 წელს -
სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, აშენდა 60 აღსაზრდელზე გათვლილი, საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი, ახალი ბაგა-ბაღი;
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს N4 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშოები, რომლის დასრულების შემდეგ, საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 100 აღსაზრდელს მოემსახურება;
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
გამოცხადდა ტენდერი ქალაქ სენაკში, ელიავას ქუჩაზე, N3 საბავშვო ბაღის ასაშენებლად, რომლის ანალოგი მუნიციპალიტეტში არ არსებობს;
მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომფორტული და კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი სააღმზრდელო დაწესებულება 100 აღსაზრდელს მოემსახურება;
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
წლის უანალოგო პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 395 760 ლარს შეადგენს;
უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
ასევე იგეგმება N7 საბავშვო ბაღის მშენებლობა.
ეს და სხვა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები, აღსაზრდელთა განვითარებისათვის საუკეთესო პირობების შექმნას ემსახურება, რაც ხელისუფლების საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19