სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-09 - ,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა’’

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით სენაკის მუნიციპალიტეtში მიმდინარე საგრანტო კონკურსისთვის - ,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა’’,განაცხადების მიღება დასრულდა.

სამიზნე თვითმმართველ ერთეულებში - სენაკსა და ონში მცხოვრებმა, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 44 ბიზნეს იდეა წარმოადგინეს, რომლებსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისია განიხილავს.

პროექტის ხელმძღვანელების, ,,ათეას” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორისა და ექსპერტის - ნათია ღვინაშვილის, ასევე ექსპერტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში - შორენა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მათთვის, ვინც პროგრამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, დაგეგმილია სასწავლო კურსის ჩატარება, რომელიც მათ ბიზნეს გეგმის შედგენასა და საბოლოოდ, საკუთარი იდეის განხორციელებაში დაეხმარება.

მოგვიანებით კი, განაცხადების ადგილზე შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საველე მონიტორინგიც ჩატარდება.

პროექტი - ,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა”, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება, ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროგრამაში სენაკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული, 18 წელს მიღწეული ქალბატონები ჩაერთვებიან, გრანტს კი - კონკურსის მინიმუმ 10 მონაწილე მიიღებს.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19