სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-14 - ცხადდება მიღება "მეფუტკრეობის" სატრენინგო მოსამზადებელ კურსზე

ცხადდება მიღება "მეფუტკრეობის" სატრენინგო მოსამზადებელ კურსზე:

,,ათინათი“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs” ფარგლებში, აცხადებს მსურველთა მიღებას ,,მეფუტკრეობის“ სატრენინგო მოსამზადებელ კურსზე მონაწილეობისთვის.

სამიზნე რეგიონი - სამეგრელო: ზუგდიდის, სენაკისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას - სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, წვლილის შეტანას სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.

მეფუტკრეობის პროგრამაში ჩართული პირები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ 50 საათიან კურსს.

მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ, კურსდამთავრებულს შეეძლება:

ფუტკრის მოვლა-მოშენება; ✔️საფუტკრე მეურნეობის ორგანიზება და ძირითადი საწარმოო მიმართულების განსაზღვრა;

საფუტკრე მეურნეობაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, საქართველოში გავრცელებული ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლა და ნატურალური თაფლის მიმართ, სტანდარტული მოთხოვნების გამოკვეთა;

ფუტკრის პროდუქტების კლასიფიცირება, მათი მიღება, პირველადი დამუშავება და შენახვა;

საკვები ბაზის შექმნა და ფუტკრის მემცენარეობაში გამოყენება.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით:

საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი, ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი, ან პრობაციონერი და ა.შ.);

განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები - არასრული საშუალო განათლების მქონენი, ან პირები, რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე;

უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები - დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრები; ქალები - ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია).

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქალთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობას (ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოხდება მათი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება და თანხვედრის უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ სასწავლო და დასაქმების პროგრამებთან).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით, 2021 წლის 22 ივლისის ჩათვლით.

სასწავლო კურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

განაცხადის ფორმა: https://forms.gle/1FujkkRErSQ6pnQ56

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

„ათინათი“ - e-mail: office@atinati.org; 571538828 - ხათუნა გადელია

„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.

#EU4Georgia
#skills4jobs
#gyrc
#დემოკრატიისინსტიტუტი
#instituteofdemocracy

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19