სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
689
1316171819
20212223242526
27282930 

2021-06-07 - დაპირებების აღსრულების პროცესი სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაში შედის.

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, ვაგრძელებთ მასშტაბური და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

გამოვაცხადეთ ტენდერი მნიშვნელოვან პროექტებზე:

ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 880 716 ლარი;

ე.წ. საკირეს მთაზე არსებული ჯვართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პარკინგის და განათების მოწყობა LED სანათებით, სავარაუდო ღირებულებით - 254 424 ლარი;

ცერცვაძის ქუჩის ორი ჩიხის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 362 386 ლარი;

თამარის ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 438 166 ლარი;

შალვა დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 105 815 ლარი;

მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზაზე განათების სისტემის მოწყობა LED ნათურებით, სავარაუდო ღირებულებით - 156 818 ლარი;

სანაიას ქუჩაზე არსებული სტადიონის, ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებით, სავარაუდო ღირებულებით - 210 717 ლარი;

დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, საკირესთან და შხეფში, სტალინის ქუჩის მიმდებარედ (სახოკიას ქუჩის დასაწყისი) არსებული მინი მოედნების რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 81 563 ლარი;

ჭავჭავაძის N91, N74 და წმინდა ნინოს N1-ში არსებული ეზოების კეთილმოწყობა, სავარაუდო ღირებულებით - 79 773 ლარი;

რუსთაველის N126 კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 145 838 ლარი.

პანდემიის მიუხედავად, სენაკის მუნიციპალიტეტში, უპრეცედენტო რაოდენობის საგზაო და სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ, მიმდინარეობს და ვგეგმავთ.

#გაიგე_რა_იგეგმება_შენს_ქალაქში #სენაკი_2021

Facebook

instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31