სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
689
1316171819
20212223242526
27282930 

2021-06-04 - ირაკლი ხახუბია სენაკში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელთან, შალვა სარდალიშვილთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ირაკლი ხახუბიამ ახლადრეაბილიტირებული, სამი ათეული წლის შემდეგ აღდგენილი, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზა დაათვალიერა.

ასევე გაეცნო შხეფის ციხემდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო სახოკიას ქუჩიდან შხეფის ციხემდე მისასვლელი გზა და არსებულ მოედანზე - ასფალტო-ბეტონის საფარი.

პროექტის განხორციელებით, სენაკს კიდევ ერთი მრაჳალფუნქციური, მათ შორის, ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სივრცე შეემატა.

საქართველოს პარლამეტის წევრმა ირაკლი ხახუბიამ ასევე დაათვალიერა ჭავჭავაძის ქუჩის N35 კორპუსის მიმდებარედ, ახლადრეაბილიტირებული მინი სპორტული მოედანი.

 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31