სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
689
1316171819
20212223242526
27282930 

2021-06-01 - კადრები ბავშვთა დაცვის დღის აქტივობიდან...

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული აქტივობით დასრულდა.

ქალაქის ცენტრალურ სკვერში, მხიარულმა ანიმატორებმა - სახალისო პროგრამით და სასიამოვნო სიურპრიზებით, სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს დღევანდელი დღის გმირებს - ჩვენს პატარებს.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31