სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
34568
15
162122
242829
30 

2021-05-31 - მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპი

სენაკის „ეგრისის“ სათადარიგო მოედანზე, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერით, გაიმართა მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპის თამაშები.

სენაკის მუნიციპალიტეტიდან გათამაშებაში მონაწილეობა ოთხმა მოყვარულმა საფეხბურთო გუნდმა მიიღო - „კოლხიდა“, „ფოცხო“, „ტეხურა“ და „ნოსირი“.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „კოლხიდამ“ 3:2 დაამარცხა „ფოცხო“, ხოლო მეორე ნახევარფინალში, „ნოსირსა“ და „ტეხურას“ შორის ძირითადი დროის ფრედ 0:0 დასრულების შემდეგ, პენალტების სერიაში, იღბლიანები ნოსირელი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს.

,,კოლხიდასთან’’ ფინალურ დაპირისპირებაში „ნოსირმა“, ანგარიშით - 2:0, დამსახურებულად მოიპოვა მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპის ჩემპიონის წოდება.

მოყვარულთა ლიგის მეორე - რეგიონალურ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით, „ნოსირის“ გუნდი იასპარეზებს.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31