სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-22 - შეხვედრა - პრობლემების ერთი ფანჯრის პრინციპით განსახილველად

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ქალთა ფონდი ,,სოხუმის’’ ორგანიზებით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა წინაშე მდგარი საყოფაცხოვრებო პრობლემების ერთი ფანჯრის პრინციპით განსახილველად, სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ქალთა ფონდი ,,სოხუმის’’ კოორდინატორი, ხათუნა გოგუა, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურების წარმომადგენლები და ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის - იგპ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის’’, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ფონდი ,,სოხუმის’’, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN WOMEN) პარტნიორობით მიმდინარე პროექტის ,,ქალები და ახალგაზრდები - ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების’’ დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისათვის’’ ფარგლებში წარიმართა.

 

Facebook     Instagram

2022-09-22 - ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრის დასის გასტროლი სენაკში

🎭დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრის დასს უმასპინძლა.
🔸სენაკელი მაყურებლის წინაშე წარმოდგენილ იქნა სპექტაკლი - ,,მარო მაყაშვილის დღიური", რომლის სცენური ადაპტაცია სპექტაკლის რეჟისორს, ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის; მხატვრობა - ლომგულ მურუსიძეს.
🎭მსახიობებმა - თამარ გოგიძემ, თინათინ კობალაძემ, მაკა გელაძემ, დალი დოიჯაშვილმა, მადონა ტეხურმა და ანა ხურციძემ, შთამბეჭდავად გააცოცხლეს საქართველოს დამოუკიდებლოვისთვის ბრძოლას შეწირული, პირველი ქართველი ეროვნული გმირი ქალის, მარო მაყაშვილის ცხოვრების გზა, რომელიც თავისუფლების, პატრიოტიზმის, თანასწორობის და ზოგადად, ყველა კეთილშობილი იდეალისთვის თავგანწირული ადამიანის სიმბოლოდ იქცა.
🔸სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს წევრი, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🎭გასტროლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
 

2022-09-22 - სენაკის სკოლამდელი აღზრდის სექტორში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო და ბაგა-ბაღში, ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო.
პედაგოგებს, მოსწავლეებს და პატარა აღსაზრდელებს ქალაქის პირველ და მეოთხე ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს წევრმა, საბა ოდიშარიამ, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.
მიმდინარე სააღმზრდელო წელს, 1008 აღსაზრდელს კეთილმოწყობილი და სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდა.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სასკოლო მზაობის 8 ჯგუფი, სადაც 369 აღსაზრდელი დაეუფლება საგაკვეთილო უნარ-ჩვევებს.
განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა №1 ბაგა-ბაღს, კერძოდ, სააღმზრდელო, სასაწყობე ოთახებს, სველ წერტილებს, გარე ფასადს; გამოიცვალა ფანჯრები, განხორცილედა საკონცერტო დარბაზის კეთილმოწყობისა და სამზარეულო შენობის გადახურვის სამუშაოები.
ამ დროისთვის, ქალაქ სენაკში, ელიავას ქუჩაზე, №3 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტის განხორციელების პროცესი დაიწყო.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, 100 აღსაზრდელზე გათვლილ ორსართულიან სააღმზრდელო დაწესებულებას აშენებს.
პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა.
გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი N4 საბავშვო ბაღი კი - საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის პროექტის - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის” ფარგლებში, 2021 წელს აშენდა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19