სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-15 - ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

ეს დღე განსაკუთრებულად ამაღელვებელია, რადგან დღეიდან, განახლებული ენერგიით იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი - ცოდნის მიღების თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესი.

განათლება, ერთმნიშვნელოვნად, ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია. ცოდნის მიღებასა და უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული თაობა კი - ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი.

ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო მათ, ვინც პირველად მიდის სკოლაში.

ჩვენს მუნიციპალიტეტში დღეს სკოლის კარები 358-მა პირველკლასელმა შეაღო.

წარმატებებს ვუსურვებ მათ სამყაროს შემეცნების გზაზე.

ამ დღეს დიდი პატივისცემით ვულოცავ ჩვენს საამაყო პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი ფასდაუდებელია ქვეყნის წინაშე.

ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სტრუქტურაში უმაღლესი სტანდარტის დაწესებაა. ამ კუთხით, აქტიურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის საუკეთესო პირობების შექმნა.

გვიგულეთ მუდამ გვერდით, ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და ნაყოფიერ, წარმატებულ, ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ!

ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

 

Facebook     Instagram

2022-09-15 - სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

📚დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო და 6 კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი განახლდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, გენო ადამიას სახელობის პირველ, ჟიული შარტავას სახელობის მეორე, მესამე, მეშვიდე, თეკლათის, ძველი სენაკისა და კოტიანეთის საჯარო სკოლებში, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, სკოლა ,,მარიოტასა" და სკოლა-ლიცეუმში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ; მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

დღე, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, საფორტეპიანო, საესტრადო, ფოლკლორული, გიტარისა და ვიოლინოს განყოფილებების მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული კონცერტით და სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით დასრულდა.

წელს, სკოლის კარები პირველად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 365-მა პირველკლასელმა შეაღო, რომელთაც ნეთბუქები გადაეცათ.

საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სასწავლო სახელმძღვანელოების სრულ პაკეტს მიიღებს.

საჯარო სკოლების 20 მოსწავლეს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ტრანსპორტი მოემსახურება.

სასწავლო პროცესს მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები განახლებული ინფრასტრუქტურული გარემოთი შეხვდნენ.

თითქმის ყველა სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

კოტიანეთის საჯარო სკოლაში განხორციელდა გათბობის სისტემის სარებილიტაციო სამუშაოები;
თეკლათის საჯარო სკოლაში სრულად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობის ქსელი.

დაწყებულია ნოსირის საჯაროს სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განახლების პროცესი უწყვეტად გრძელდება.

უახლოეს პერიოდში იგეგმება მესამე საჯარო სკოლის მშენებლობა; ქალაქის პირველი და ძველი სენაკის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია.

 

Facebook    Instagram

2022-09-15 - დღეს, 2️⃣1️⃣:3️⃣0️⃣ საათიდან, ქალაქ სენაკის მასშტაბით, განხორციელდება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასობრივი შეწამვლითი ღონისძიება.

📣📣დღეს, 2️⃣1️⃣:3️⃣0️⃣ საათიდან, ქალაქ სენაკის მასშტაბით, განხორციელდება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასობრივი შეწამვლითი ღონისძიება.
👉ქალაქის მთელ პერიმეტრზე, თერმული ნისლით შეწამვლის პროცესს, ორგანიზებულად განახორციელებს 11 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
⭕ გთხოვთ, წამლობის პერიოდში, მოერიდოთ კარ-ფანჯრების გაღებას.
 

2022-09-15 - სენაკის მერის მოადგილე სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნო

👁‍🗨დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის” ექიმ-ოფთალმოლოგებმა, მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, ნატალია ხუბუასთან ერთად გაეცნო.

 

Facebook      Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19