სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-13 - მასშტაბური სამელიორაციო სამუშაოები თეკლათსა და ზემო ჭალადიდში

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრი, საბა ოდიშარია, საქართველოს მელიორაციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი, თემურ გაბელაია და საქართველოს მელიორაციის სერვისცენტრის უფროსი სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, მამუკა გვასალია, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოებს გაეცნენ.

გოლასკურის უბანში, მასშტაბური სამელიორაციო პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს 3, 5 კმ კოლექტორული არხის ამოწმენდის პროცესი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულებსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს მოემსახურება.

ასევე, ზემო ჭალადიდში განხორციელდა 13 კმ-იანი სამელიორაციო არხის ამოწმენდითი სამუშაოები, რომელიც 165 ჰა ფართობს მოემსახურება.

სამუშაოები შპს ,,საქართველოს მელიორაციის’’ დაფინანსებით ხორციელდება.

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19