სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-09 - სათაური - ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი

დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
ფოლკლორული და ქალაქური სიმღერების რეპერტუარით, სენაკელი მსმენელის წინაშე წარდგნენ საზოგადოებისთვის გამორჩეულად საყვარელი ანსამბლები - ,,კოლხური ტრიო’’, ,,იალონი’’ და ,,მუსიკელი’’ .
საღამო, რომელსაც ანსამბლ ,,იალონის’’ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნინო ნანეიშვილი უძღვებოდა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში წარიმართა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19