სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-06 - პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს: სცენის დემონტაჟს და ახლით შეცვლას, სასცენო განათების სისტემის მოწყობას და სხვა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

👉ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის და სენაკის საპატიო მოქალაქის, დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

🔹პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს: სცენის დემონტაჟს და ახლით შეცვლას, სასცენო განათების სისტემის მოწყობას და სხვა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

🆕ამ ეტაპზე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შენობის ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

👉მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის შენობა 34 წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრია, სადაც 300-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს.

🔹რეაბილიტაციის პროექტის სავარაუდო ღირებულება 310 000 ლარს შეადგენს.

👉იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3AODim2

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19