სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-01 - სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი იწყება.

🛣სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი იწყება.
👉პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 2 635 482 ლარს შეადგენს.
🔵შესყიდვის ობიექტების დასახელება:
🔹️ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით: 513 511 ლარი;
🔹️ვაჩნაძის და აღმაშენებლის ქუჩების შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით: 138 778 ლარი;
🔹️ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით: 47 593 ლარი;
👉იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3RwRxmh
🔵შესყიდვის ობიექტების დასახელება:
🔹️ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორნისკენ მისასვლელი გზის (ქვალონი-ზემო ჭალადიდი) რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით: 1 121 734 ლარი;
👉იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3R8UTMp
🔵შესყიდვის ობიექტების დასახელება:
🔹️ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საბოხუოს უბანში გზის რეაბილიტაცია-სავარაუდო ღირებულებით: 653 706 ლარი;
🔹️ჯიხას ქუჩის ბოლოში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, გზის რეაბილიტაცია, ამავე ქუჩის ქვედა და შუა ნაწილში არსებული სანიაღვრე არხების და ჯებირების მოწყობა - სავარაუდო ღირებულებით: 160 160 ლარი;
👉იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3wM4r7E

2022-09-01 - სენაკის მერი წარმატებულ ძიუდოისტს, ანანო კინწურაშვილს შეხვდა

👉სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, წარმატებულ სენაკელ ძიუდოისტ გოგონას, ანანო კინწურაშვილს და მწვრთნელს, უჩა ჯღარკავას შეხვდა.
🥉სენაკელმა სპორტსმენმა, თურქეთში, ქალაქ საკარაიაში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
👉აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი, ტურნირში გამგზავრების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდა.
🏆სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლეს, ანანო კინწურაშვილს, მიმდინარე წელს, არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის: საქართველოს 2022 წლის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში; ასევე, ტრაპიზონში გამართული ოლიმპიური ჩემპიონის, ჰუსეინ ოზკანის სახელობისა და თურქეთის ქალაქ ქოჯაელში გამართული საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და ბრინჯაოს პრიზიორი.
🪄მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებულ სპორტსმენს მორიგი გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წინსვლა უსურვა.
 
 

2022-09-01 - თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს:

👁‍🗨 თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს:
🔹 15 სექტემბერი - სენაკი (მისამართი: რუსთაველის 108, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი);
🕛 გამოკვლევების ჩატარების დრო: 12:00-დან 16:00 საათამდ
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19