სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 26
713
1419
212223242627
282931 

2022-08-08 - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, გიორგი გაბუნიას და ,,ღამის შოუს

✨🎤🎼1️⃣1️⃣ აგვისტოს, 2️⃣0️⃣ : 0️⃣0️⃣ საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, გიორგი გაბუნიას და ,,ღამის შოუს" ბენდის კონცერტი გაიმართება.
💫გრანდიოზული და დაუვიწყარი შოუ კონცერტით, ერთად აღვნიშნოთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე სენაკში! ✊✨✨
 

2022-08-08 - 14 წელი აგვისტოს ომიდან...

,,ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიიის უმძიმესი დღეებიდან, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე შედეგები, 14 წელი გავიდა.

2008 წლის აგვისტოს ომმა ჩვენი მოქალაქეების, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის და ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ მებრძოლები და სამი მშვიდობიანი მოქალაქეები.

ქედს ვიხრი ქვეყნის მასშტაბით, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაცემული ჩვენი დროის გმირი ჯარისკაცებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ამ უმძიმეს დღეებში დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ მათ ოჯახებს - განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

დღეს, სენაკში, ხსოვნის მემორიალთან, დილიდან შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ომში გმირულად დაღუპული სენაკელი გმირებისა და 8 აგვისტოს ტრაგედიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახების წევრები და პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის, თემურ ბოკუჩავას საფლავი ყვავილებით შეამკო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა. 

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19