სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 26
7910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2022-08-03 - დევნილი მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლა დასრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის ორგანიზებით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით, სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, აფხაზეთიდან დევნილი, 15-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, ორკვირიანი საზაფხულო სკოლა დასრულდა და პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
საზაფხულო სკოლის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი, ღირსი ალექსი სენაკელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მალხაზ ჭანტურია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი, სალომე დოლიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-10 საჯარო, სენაკის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლებისა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობები.
პროექტის მიზანია - დევნილი ახალგაზრდების ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა, მათში მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების გაღვივება, მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მოსწავლეებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის აღძვრა, ქვეყნის ისტორიის და ეთნოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა.
 

2022-08-03 - სენაკში რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

🎭სენაკში, რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საზეიმოდ გაიხსნა.

✅საღამოს, რომელიც ფესტივალის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ გახსნა და ფესტივალის ღონისძიებების მენეჯერი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის მთავარი დირიჟორი, შიო აბრახამია უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრები - საბა ოდიშარია, ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, თეატრალური სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🗣️,,სენაკი კულტურული და თეატრალური ტრადიციების ქალაქია. ჩემთვის საამაყო და საპასუხისმგებლოა, რომ თეატრალური ხელოვნების ეს ჭეშმარიტი დღესასწაული, სტარტს სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტში იღებს.
აკაკი ხორავას სახელობის ახლად რეაბილიტირებული პროფესიული სახელწიფო დრამატული თეატრის ისტორიული სცენა, მზად არის, მთელი საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ, უმასპინძლოს თეატრალურ დასებს.
ამ ფესტივალზე, ადგილობრივი თეატრალური დასიც, განახლებული რესურსებითა და ხედვებით წარმოაჩენს საკუთარ შემოქმედებას.
გიცხადებთ ჩემს მაქსიმალურ მხარდაჭერას, თანადგომას და წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალის ორგანიზატორებს, თეატრალურ კოლექტივებს, გულშემატკივრებს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც, ფესტივალში ჩართულობით, წვლილი შეაქვს ხელოვნების ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს განვითარების საქმეში“ - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

🎤ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთის, სენაკისა და თელავის თეატრალური დასების მსახიობებს დაეთმო.

🎭რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი, 8 აგვისტოს, ფოთში დაიხურება.

დღეს, 1️⃣7️⃣ : 0️⃣0️⃣ საათზე, სენაკის სპორტის სასახლეში, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი გამართავს სპექტაკლს - ,,დედაომი“.

2️⃣0️⃣ : 0️⃣0️⃣ საათზე კი, ფესტივალის მეორე დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მასპინძელი თეატრის დასის სპექტაკლი - ,,ჰარპაგონი“ დაასრულებს.

✅ფესტივალში, რომლის საფესტივალო პროგრამა ძირითადად ომის თემატიკას ეძღვნება, წელს მონაწილეობას 13 ქართული და უცხოური თეატრალური დასი მიიღებს.

🟢ფესტივალის წლევანდელი გზავნილია - #არაომს.

🎭რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. სამხატვრო ხელმძღვანელი – ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი – თენგიზ ხუხია.

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19