2022-08-01 - მთავრობის განკარგულებით, 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის შენობაზე დროშა დაშვებულია.
მომხდარი ტრაგედიის გამო ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.
2022-08-01 - პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის მსურველთა საყურადღებოდ!

📣პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის მსურველთა საყურადღებოდ!
✍️პროგრამებზე რეგისტრაცია 2 მაისიდან მიმდინარეობს და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
🔸საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ.
🔸ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს ისწავლოს სასურველ პროგრამაზე, გახდეს პროფესიონალი, დასაქმდეს უმოკლეს დროში ან/და შეიქმნას წარმატებული კარიერა, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 22 აგვისტოს ჩათვლით, ვებ.გვერდზე – vet.emis.ge ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.