სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3489
10121516
2021
242530
31 

2022-07-29 - შეხვედრა ბინათმშენებლობების ამხანაგობების თავმჯდომარეებთან

🔹აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი, დავით ფაცაცია, პირველ მოადგილესთან, გურამ მისაბიშვილთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან, კოტე ბასარიასთან ერთად, სენაკის, ხობის, აბაშის, ჩხოროწყუს, მარტვილის მუნიციპალიტეტების დევნილთა კომპაქტური დასახლებების ბინათმშენებლობების ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები და მათი მოგვარების გზები ადგილზევე დასახეს.

დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

Facebook    Instagram

2022-07-29 - საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნა, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

👉 საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნა, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

🔵 სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს.

🔜 მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ძალისხმევით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ნოსირის საჯაროს სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება.

🔹️პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 684 675 ლარს შეადგენს.

🔹️პროექტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

🔜 მუნიციპალიტეტში, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაიწყება კოტიანეთის საჯარო სკოლის გათბობის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები;

👉 დაგეგმილი გვაქვს მესამე საჯარო სკოლის მშენებლობა;

👉 მზადდება ქალაქის პირველი და ძველი სენაკის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტები.

#მომავალიგანათლებაშია

 

Facebook    Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19