სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3489
10121516
2021
242530
31 

2022-07-26 - 31 ივლისს, საზაფხულო გასტროლების ფარგლებში, სენაკს ,,თეატრი ათონელზე’’ ეწვევა.

3️⃣1️⃣ ივლისს, საზაფხულო გასტროლების ფარგლებში, სენაკს ,,თეატრი ათონელზე’’ ეწვევა.

🎭აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, წარმოდგენილი იქნება ქეთი დოლიძის სპექტაკლი - ,,დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო’’.

✨სპექტაკლში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები: ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი, ნუგზარ რუხაძე.

👉პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

დასაწყისი - 1️⃣9️⃣:0️⃣0️⃣საათზე.

👉დასწრება თავისუფალია.

 

Facebook    Instagram

2022-07-26 - შეხვედრა ისრაელში მოღვაწე სენაკელ ებრაელთან, დავით ეფრემაშვილთან

სენაკს ისრაელში, ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, წლების მანძილზე ჩვენს ქალაქში მოღვაწე ქორეოგრაფის, შალვა ეფრემაშვილის ვაჟი, დავით ეფრემაშვილი, შვილებთან და ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეებთან ერთად, ესტუმრა.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ისრაელში მოღვაწე ქორეოგრაფს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, დავით ეფრემაშვილს, ვაჟებთან და შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

ანსამბლის 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დღეს, 19:30 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და 28 ივლისს, თბილისი არტ ჰოლში, ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,შალვას“ საიუბილეო საღამოები გაიმართება.

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19