სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3489
10121516
2021
242530
31 

2022-07-22 - შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა, რეგიონის მასშტაბის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდია, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ფუნქციებზე ისაუბრა.

სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - სოფიო შამუგიამ შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკულ საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

 

Facebook     Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19