სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3489
10121516
2021
242530
31 

2022-07-19 - შეხვედრა წარმატებულ სენაკელ ძიუდოისტ გოგონებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, წარმატებულ სენაკელ ძიუდოისტ გოგონებს, მათ მწვრთნელ-მასწავლებელს, უჩა ჯღარკავას შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა.

მიმდინარე წელს გამართულ საერთაშორისო ტურნირებში, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა, არაერთი გამარჯვება მოიპოვეს: წარმატებული სენაკელი ძიუდოისტები - ანანო კინწურაშვილი, მარი ფარულავა, ნინო ხუნჯუა და ნინო მამულია გახდნენ საქართველოს 2022 წლის ჩემპიონები ქართულ ჭიდაობაში, ხოლო მია გოგოლი - ბრინჯაოს პრიზიორი.

ანანო კინწურაშვილი, ტრაპიზონში გამართული ოლიმპიური ჩემპიონის, ჰუსეინ ოზკანის სახელობისა და თურქეთის ქალაქ ქოჯაელში გამართული საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და ბრინჯაოს პრიზიორიცაა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებულ სენაკელ ძიუდოისტებს ფულად ჯილდოებს გადასცემს

 

Facebook   Instagram

2022-07-19 - მერიამ წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადასცა

🔹სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს, გიორგი ჟვანიას და გენო ადამიას სახელობის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, ცოტნე ეჯიბიას შეხვდა, მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდოები გადასცა.
✅ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ჟვანიამ და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლემ, ნინი ღვინჯილიამ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულის ტიტული და აშშ-ში ერთწლიანი სწავლების უფლება მოიპოვეს.
✅გენო ადამიას სახელობის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ცოტნე ეჯიბიამ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გამართულ ესსეების კონკურსში, 48 კონკურსანტს შორის, პირველი ადგილი დაიკავა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19