სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3489
10121516
2021
242530
31 

2022-07-18 - დევნილი მოზარდებისთვის, სენაკში, საზაფხულო სკოლა გაიხსნა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტი მერი, ვახტანგ გადელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორთან, სალომე დოლიძესთან, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის დირექტორთან, ნინო ჯანჯღავასთან და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიაში იმყოფებოდა, სადაც დევნილი მოზარდებისთვის, საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
პროექტი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის ორგანიზებითა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით ხორციელდება.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები არიან დევნილი მოსწავლეები - ოკუპირებული ტერიტორიიდან - კერძოდ, ოტობაიადან და სიდადან; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-10 საჯარო, სენაკის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლებიდან და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიიდან.
პროექტის მიზანია, დევნილი მოზარდებისთვის, თავისუფალი დროის ეფექტურად, შემეცნებითად, ხალისიანად, შემოქმედებითად გატარება, ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
პროცესი მოიცავს მათ ჩართულობას შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მხიარულ თამაშებსა და სხვადასხვა სახის ვიქტორინებში.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები, 30 ივლისამდე, ზაფხულის ცხელ დღეებს, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში გაატარებენ.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19