სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3489
10121516
2021
242530
31 

2022-07-17 - სენაკის მერი ფესტივალ-კონკურსში გამარჯვებულებს შეხვდა

👉დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ხელოვნების ცენტრის დირექტორს, ვეფხვია ვეფხვაძეს, ქართული სიმღერების VI კონკურს-ფესტივალის - ,,სხვა საქართველო სად არის" , გრანპ-რის მფლობელ და საპრიზო ადგილებზე გასულ, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდის, გოგონათა ვოკალური ანსამბლის, საესტრადო და ფოლკლორის განყოფილებების გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს შეხვდა, მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
🏆5 ივლისს, ქალაქ მარნეულში, ქართული სიმღერების VI კონკურს-ფესტივალის - ,,სხვა საქართველო სად არის", სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებულმა გუნდმა გრან-პრი მოიპოვა. ასევე გადაეცა ,,ბიბლუსის" 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, საგზური ბაკურიანში და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.
🥈გოგონათა ვოკალურმა ანსამბლმა და ფოლკლორულმა ჯგუფმა ,,მორდუმ" მეორე ადგილები, ხოლო
საესტრადო განყოფილების მოსწავლემ, ლენა სებისკვერაძემ, მესამე ადგილი დაიკავეს.
🏅საესტრადო განყოფილების მოსწავლეს, ანა მახარაშვილს, სულხან ცინცაძის სახელობის დიპლომი გადაეცა.
 

2022-07-17 - მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე, საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა.
საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ.
საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საზეიმო ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი , ვახტანგ გადელია და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სპორტული აქტივობებიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აშშ-ის არმიის მე-4 უსაფრთხოების ძალების მხარდამჭერი ბრიგადისა (SFAB) და მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა მიიღეს.
ღონისძიება, საწვრთნელ ველზე,აა თავდაცვაზე ორიენტირებული საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ქვეითმა ოცეულმა, აშშ-ის მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, მოწინააღმდეგეების მიმართ ჩასაფრება, დაზვერვის ასეულმა კი, საბრძოლო სროლები განახორციელა.
საიუბილეო ღონისძიების დასასრულს, მე-2 ქვეითმა ბრიგადამ ქუთაისის საზაფხულო სკოლა „მკვლევარის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19