სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3489
10121516
2021
242530
31 

2022-07-14 - ანსამბლ ,,ფორტეს" კონცერტი სენაკში

🎶დღეს, სენაკელი მსმენელის წინაშე, ყველა თაობისთვის საყვარელი ანსამბლი ,,ფორტე’’ წარდგა.
🎤აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ცნობილი ქართველი მომღერლების: მანანა მაისურაძის, ირინა კახნიაშვილის, ნინო ახობაძისა და ზურა მანჯავიძის მონაწილეობით გამართულ დაუვიწყარ ქალაქურ საღამოს, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
✨საღამო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
 

2022-07-14 - დევნილთა დასახლებაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა გვარდება

ბოლო წყალდიდობამ, ქალაქ სენაკში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, მწყობრიდან გამოიყვანა წყალმომარაგების სისტემა, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილს სასმელი წლის მიწოდება შეუწყდა.

ამ წუთებში, საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის სენაკის სერვისცენტრის წარმომადგენლები, დაზიანებულ ლოკაციებზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ აღდგენით სამუშაოებს.

შექმნილი შეფერხების გამო, სენაკის წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, დევნილთა დასახლებაში წყლის მიწოდება აღდგება.

 

Facebook   Instagram

2022-07-14 - მერიასა და ასოციაცია ,,მერკურს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

🔹სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ასოციაცია ,,მერკურთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

✍️მემორანდუმს ხელი სენაკის მუნიციპალიტეტია მერმა, ვახტანგ გადელიამ და ასოციაცია ,,მერკურის“ თავმჯდომარემ, ნანა თოდუამ მოაწერეს.

🔹მხარეების თანამშრომლობა მოიცავს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი სერვისების შემუშავებასა და განხორციელებას.

🔸შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა, ასოციაცია ,,მერკურის“ იურისტი, რუსუდან პაჭკორია, პროექტების კოორდინატორი, ოლგა კიკავა. 

 

Facebook    Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19