სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3489
10121516
2021
242530
31 

2022-07-07 - „ჰარპაგონის“ პრემიერა და სენაკის თეატრის ახალი სიცოცხლე

🎭სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე სპექტაკლ ,,ჰარპაგონის" პრემიერით დაიწყო.
თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი.
პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტან გადელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრნენ.
სპექტაკლი დაიდგა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
„ჰარპაგონი“ მოლიერის პიესის „ძუნწის“ მიხედვით დადგმული ორმოქმედებიანი კომედიაა, რომლის მთავარი თემა ადამიანის და, ზოგადად, საზოგადოების მიერ მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად მუდმივი სწრაფვა და ამ კეთილდღეობისთვის სულიერი ღირებულებების დათმობა და უარყოფაა.
„ჰარპაგონის“ დამდგმელი რეჟისორია - ვახტანგ ნიკოლავა, მხატვარი - აივენგო ჭელიძე, ქორეოგრაფი - დავით მეტრეველი.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ირაკლი ადამია, თენგიზ თოფურიძე, სოფი ჩალაშვილი, თამარ აბშილავა, ტარიელ ზურაბაშვილი, ეკა კოღუა, ზურაბ ზურაბაშვილი, ლადო კოკაია, ელგუჯა ნოდარიძე, ჯამბულ ჭანტურია, ირაკლი კვერღელიძე და ანი ანდღულაძე.
საგულისხმოა, რომ 2022 წელს თეატრალური სამყარო გენიალური ფრანგი დრამატურგის, მაღალი კომედიის ჟანრის ფუძემდებლის, ჟან-ბატისტ პოკლენ მოლიერის 400 წლის იუბილეს აღნიშნავს.
სიმბოლურია, რომ სენაკის თეატრის ისტორია 1881 წელს სწორედ მოლიერის პიესის „ძალად ექიმი“ დადგმით დაიწყო.
 
Facebook Instagram

2022-07-07 - რწმუნებულის მოადგილე სტიქიისგან დაზიანებულ ობიექტებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებულ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკი (ნუკრი) ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ნუგზარ გაბელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

მიმდინარეობს არსებული ზარალის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც მონაცემები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოსაყოფად, შესაბამის უწყებებს გაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად, სენაკის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დაზარალდა. უხვმა ნალექმა ჩამორეცხა შიდა გზები, პრობლემები შეუქმნა ნაპირსამაგრებს, მოვარდნილმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19