სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3489
10121516
2021
242530
31 

2022-07-05 - ერთად დავასუფთავოთ ჩვენი ქალაქი!

🟢5 ივლისს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, დილის 9 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგებოს სალიკვიდაციო აქტივობების ფარგლებში, მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართება.
👉 აქციაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების წარმომადგენლები მიიღებენ.
🟢მასშტაბურ აქციას შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი მოქალაქე ან ორგანიზაცია, რომელსაც მასში მონაწილეობის სურვილი ექნება.
🌳ერთად დავასუფთავოთ ჩვენი ქალაქი!
 

2022-07-05 - დასუფთავების მასშტაბური აქცია სენაკში

🟢დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო აქტივობების ფარგლებში, ქალაქ სენაკში - ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერსა და იმ ლოკაციებზე, სადაც მოსახლეობა სტიქიისგან განსაკუთრებით დაზარალდა, დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
✅მუნიციპალიტეტის მერი, ვახტან გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, მერიის სამსახურების, საკრებულოს, მუნიციპალური აიპ-ებისა და შპს-ების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად, უშუალოდ იყო ჩართული გაწმენდით სამუშაოებში.
👉სენაკში, სტიქიის შედეგად დაბინძურებული ლოკაციები, სანიაღვრე არხები და საცხოვრებელი სახლები, კიდევ ერთხელ გაიწმინდა დატბორვის შედეგად დარჩენილი ნატანი მასალისგან.
🟩 დღევანდელი აქციით, ქალაქისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, გამოწვევების ერთობლივი დაძლევის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19